”ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოში გაწევრიანებაზე განსაკუთრებულ განაცხადს შეიტანს
დეტალები ბოლომდე ცნობილი არაა, მაგრამ საუბარია დაჩქარებული წესით ნატოში გაწევრიანებაზე ფინეთისა და შვედეთის პრეცედენტზე აპელირებით
როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ
საქართველომ პირველმა იწვნია საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია და პირველმა იომა პუტინის ურდოს წინააღმდეგ
ესაა ისტორიული ფანჯარა საქართველოსთვის
რა ტიპის დაჩქარებულ პროცედურაზეც არ უნდა იყოს საუბარი, იგივე პროცედურა უნდა მოვითხოვოთ ჩვენც”

აცხადებს, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ანექსია გამოაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადი შეაქვს.