უკრაინელების კონტრშეტევა ნიკოლაევკაში – ოკუპანტებმა უკან დაიხიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, უკრაინის ძალების წარმატებული კონტშეტევის დროს, ხერსონის ოლქში, სოფელ ნიკოლაევკაში რუსულმა ჯარებმა ზარალი განიცადეა და უკან დაიხიეს.

“თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების წარმატებული შეტევის დროს, მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია ხერსონის ოლქის ნიკოლაევკას დასახლებიდან”-, აცხადებს გენშტაბი.

უწყების ცნობით, ამან გამოიწვია პანიკა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებში.