უკრაინელებმა დონბასში დღეს ოკუპანტების 10 შეტევა მოიგერიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში
სიტუაცია რთულია, მაგრამ კონტროლირებადი – “მთელი თავდაცვის ხაზის გასწვრივ მტერი იყენებს საბრძოლო თვითმფრინავებს, რაკეტებსს, დიდი კალიბრის არტილერიას, ტანკებს, ნაღმტყორცნებს, ახორციელებს სარაკეტო და დაბომბვას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მშვიდობიან საცხოვრებელ სახლებზე, ანადგურებს საოფისე შენობებს, საავადმყოფოებს, სკოლებს და ბავშვთა საბავშვო ბაღებს”.

მათი ცნობით, გაერთიანებულმა ძალებმა დღეს მტრის 10 შეტევა მოიგერიეს. ოკუპანტთან ბრძოლა კიდევ სამ ადგილზე გრძელდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს:
• 5 ტანკი;
• 5 საარტილერიო სისტემა;
• 6 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა;
• მტრის 7 მანქანა;

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დონბასის ცაზე 3 უპილოტო საფრენი აპარატი Orlan-10 ჩამოაგდეს.