უკრაინელებმა დონეცკის ოლქის იაცკოვკას დასახლებაზე კონტროლი დაამყარეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით ადრე დაკარგული პოზიციების აღდგენა შეძლეს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა განაცხადა.