უკრაინელებმა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბრიგადის სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს – ლიკვიდირებულია 3 ოფიცერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების არტილერიამ გაანადგურა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბრიგადის სამეთაურო პუნქტი. როგორც ცნობილია ლიკვიდირებულია სამეთაურო შტაბის 3 ოფიცერი, დაჭრილია – 14.

სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის ინფორმაციით,  მძიმედა არიან დაჭრილები: პოლკოვნიკი იან სუხანოვი, 382-ე ცალკეული ბატალიონის მეთაური – მაიორი ლეონიდ სმირნოვი, კაპიტანი ანდრეი ბუშმინი, 542-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ოლექსი ტერემკოვი და კაპიტანი ვიქტორ იერშოვი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალები ცოტა ხნის წინ ხერსონის რეგიონში, თავს დაესხნენ რუსეთის ძალიან მაღალი დონის სარდლობას.