უკრაინელებმა ხარკოვის 5 დასახლებაზე კონტროლი აღადგინეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა, ხარკოვის 5 დასახლებაზე: ალექსანდროვკა, ფედოროვკა, უკრაინკა, შესტაკოვო, პობედა, ასევე სოფელ ჩერკასკიეს ტიშკის ნაწილზე  კონტროლი აღადგინეს.

”ოკუპანტები ბლოკავენ, ხარკოვის რეგიონის ზოგიერთ შორეულ დასახლებას, ახორციელებს სისტემატიური მაღალი ინტენსივობის დაბომბვას, მათ შორის რაკეტსასროლი ყუმბარმტყორცნების გამოყენებით, იმ ადგილებში, სადაც ჩვენი ჯარები არიან კონცენტრირებული. ასევე, რუსული ჯარი  ხელმძღვანელობდა შეტევას ნოვა დმიტრივკას დასახლების მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. შეტევის შედეგად უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი ოლექსანდრივკას, ფედორივკას, უკრაინკას, შესტაკოვოს, პერემოჰას დასახლებებზე და სოფელ ჩერკასკი ტიშკის ნაწილზე.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.