უკრაინელი არტილერისტები HIMARS-ის და М270–ის გამოყენებისთვის ევროპაში იწვრთნებიან

უკრაინელმა არტილერისტები ევროპაში გადიან წვრთნას იმისათვის, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების –  HIMARS–ის და М270–ის გამოყენება  შეძლონ.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა GLOBSEC-2022–ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

ის მიესალმა აშშ–ს გადაწყვეტილებას HIMARS–ის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ და ასევე ხაზი გაუსვა, რომ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა М270–ის გადაცემა დააანონსა.

“გაიხსენეთ ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის სიტყვები, რომელიც მთავრეზე გადაჯდა, რომ…. ეს პატარა ნაბიჯია ადამიანისთვის, მაგრამ გიგანტური ნახტომია მთელი კაცობრიობისთვის“. ზუსად ასე, თეთრი სახლის გადაწყვეტილება HIMARS –ებზე და ლონდონის გადაწყვეტილება  М270 –ების შესახებ – ეს პირველი ნაბიჯია უკრაინისთვის და უზარმაზარი ნახტომი რუსული აგრესიის შეკავების საკითხში“– თქვა რეზნიკოვმა.