უკრაინელმა სამხედროებმა ბორივსკი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის სოფელი ბორივსკი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი რადა ავრცელებს. ბორივსკის დასახლების ტერიტორია ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა.

  • “ამ დროისთვის იქ მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა”, – ამბობენ ადგილობრივ ხელისუფლებაში.