უკრაინის გამარჯვებით საქართველოში რუსეთის აგრესიის დამატებით საფრთხეს მოვხსნით – ჯონსონი

”ჯილდო, რომელიც ახლა ჩვენს წინაშეა, უზარმაზარია. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს და ისინი გაიმარჯვებენ, როდესაც პუტინს უკან დაახევინებენ, ჩვენ მოვხსნით რუსეთის აგრესიის დამატებით საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. ამ საფრთხის მოხსნით ჩვენ დავასრულებთ შემდგომი ეკონომიკური შეფერხებების რისკს, როგორიცაა გაზისა და საკვების ფასების ზრდა, რამაც გავლენა იქონია ადამიანებზე ჩემს ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში, ამ ქვეყანაში [აშშ-ში] და მთელ მსოფლიოში.”

განაცხადა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა.