უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა – ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს აქვს ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, “ეს ჩვენი ისტორიული პასუხისმგებლობაა”.

“უკრაინელები გაბედულად იბრძვიან, რადგან ზუსტად იციან როგორი მომავალი სურთ. თავისუფალი და ღია საზოგადოების მომავალი, რომელიც მიეკუთვნება საერთო დემოკრატიულ საზოგადოებას. მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. მჯერა, ეს არამხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ინტერესი, არამედ ჩვენი მორალური ვალდებულებაა, რომ დავუშვათ მათი გაწევრიანება ევროკავშირში და გზა გავუხსნათ მათ ჩვენი კავშირისკენ”, – თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა.