უკრაინის თავდაცვის მინისტრმა გაამხილა,რა სადღეგრძელოს სვამენ “რამშტაინის კლუბის“ თავდაცვის მინისტრები

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ფეისბუქზე დაწერა იმ სადღეგრძელოს შესახებ, რომელიც მისი თქმით ე.წ. “რამშტაინის კლუბის“ თავდაცვის მინისტრებმა კარგად იციან. როგორც რეზნიკოვი ამბობს, ეს სადღეგრძელო პოლონელებისგან ისწავლა:

„გაგიზიარებთ პოლონურ სადღეგრძელოს, რომელიც ვარშავაში ჩვენი მეგობრებისგან ვისწავლე, და რა თქმა უნდა, ეს სადღეგრძელო უკვე კარგად იციან “რამშტაინის კლუბის“ ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა: “რუსეთის სამხედრო ფლოტს გაუმარჯოს, ფსკერამდე!“ («За російський воєнний флот, до дна!»).

რეზნიკოვმა ამის შესახებ იმ ფეისბუქ სტატუსზე დაწერა, რომელშიც მადლობა გადაუხადა ყველას მისი დაბადების დღის მილოცვისთვის.