უკრაინის ომბუდსმენმა სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ეუთოს, გაეროსა და ევროსაბჭოს მიმართა

უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ეუთოს, გაეროსა და ევროსაბჭოს მიმართა. ამის შესახებ ომბუდსმენი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით,  მან  მიმართა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარს, ეუთოს თავმჯდომარესა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, გაეროსა და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტებს, უკრაინაში 9 საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლობებს და 78 საელჩოს.

“იმედი გამოვთქვი, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მოპყრობა უზრუნველყოფს მის სიცოცხლეს, უსაფრთხოებას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებასა და სამართლიან სასამართლოს”, – წერს ის.