უკრაინის პირველი პრეზიდენტი, ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა

უკრაინის პირველი პრეზიდენტი,  ლეონიდ კრავჩუკი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია,  ლეონიდ კრავჩუკი ავადმყოფობდა.

ის უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობას 1991-94 წლებში იკავებდა.