უკრაინის სამხედრო მეთაურობა ყირიმელებისთვის საევაკუაციო მარშრუტებს ამუშავებს– პოდოლიაკი

უკრაინის სამხედრო მეთაურობა ამუშავებს საევაკუაციო მარშრუტებს ყირიმელებისთვის – იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი “აქტიური დეოკუპაციის დროს ნახევარკუნძულის დატოვებას მოინდომებენ.“

ამის შესახებ ტვიტერზე უკრიანის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი წერს.

“გასაგებია, რომ უკრაინისთვის მოქალაქეების სიცოცხლე პრიორიტეტია“– დაწერა მან და თხოვა ყირიმელებს თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან და შეამოწმონ თავშესაფრები.

რა იგულისხმა პოდოლიაკმა “აქტიურ დეოკუპაციაში“, არ კონკრეტდება, თუმცა სავარაუდოდ საუბარი ეხება კონტრშეტევას, რომლისთვისაც უკრაინული არმია ქვეყნის სამხრეთით ემზადება 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლის დასაბრუნებლად.