უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის სოფელი დაბომბეს – ოლქის გუბერნატორი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ერთ-ერთ სოფელს კვლავ ცეცხლი გაუხსნეს. მისი ცნობით, დაიჭრა 1 ადამიანი.

“შებეკინსკის ურბანული რაიონის სოფელი სერედა უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბეს. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჭრილობა მიიღო ნამსხვრევებით. მას ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას გავუწევს”,– წერს გლდაკოვი ტელეგრამის საკუთარ არხზე.

მან პირობა დადო, რომ უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.