„ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთიდან ძალიან მტრული რიტორიკა მოდის – ტრადიციულად, ის არასოდეს ყოფილა მეგობრული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში გახდა მტრულად განწყობილი და ის, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება მოდიოდეს საფრთხე, ასევე აშკარა ფაქტია. ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ისაუბრა ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა. ეს აშკარა ფაქტებია“

განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.