უკრაინის უშიშროებამ უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში მილიონობით ფული და პრორუსული ლიტერატურა იპოვა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაასრულა კონტრდაზვერვითი ღონისძიება კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩერსკის ლავრის, კორეცკის წმინდა სამების მონასტერსა და რივნეს რეგიონში უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სარნენსკო-პოლესის ეპარქიის შენობაში.

უკრაინის უშიშროების სამსახურის  პრესცენტრის ცნობით, შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. აღნიშნულია, რომ 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სიღრმისეული  გამოკითხვა, მათ შორის პოლიგრაფის გამოყენებით. მათ შორის იყვნენ არა მხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ უცხოელები, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებოდნენ ობიექტების ტერიტორიაზე.

„ზოგიერთმა მათგანმა საბუთების შემოწმებისას აჩვენა სსრკ-ს პასპორტები და სამხედრო პირადობის მოწმობები, საერთოდ არ გააჩნდა დოკუმენტების ორიგინალი, არამედ მხოლოდ მათი ასლები, ან ჰქონდა უკრაინის მოქალაქეების პასპორტები გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით“, – ნათქვამია ანგარიშში.გარდა ამისა, კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა 32 წლის უკრაინელი, რომელიც პრორუსულ საინფორმაციო სააგენტო „ანტვანში“ მუშაობდა.

„ამავდროულად, ის არის ამავე სახელწოდების რუსული კომპანია ANTVAN GROUP-ის მფლობელის, რუსეთის მოქალაქე ორლოვ ა.ვ.-ს რწმუნებული, რომელიც ფლობდა უკრაინაში არაერთ მიწის ნაკვეთს და საზოგადოებრივი კვების დაწესებულებას. ახლა ეს ქონება დააკავეს როგორც სისხლის სამართლის პროცესის ნაწილი“, – აღნიშნეს სამართალდამცველებმა.

ამასთან, უსაფრთხოების ღონისძიებების დროს გამოვლინდა:

პრორუსული ლიტერატურა, რომელიც გამოიყენება სემინარიაში და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის;

ნაღდი ფული 2 მილიონზე მეტი გრივნია, 100 ათას დოლარზე მეტი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი

22 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს ჩხრეკა კიევ-პეჩერსკის ლავრაში. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლავრის ერთ-ერთ ტაძარში „რუსულ სამყაროს“ ადიდებდნენ. სამართალდამცავების თქმით, ისინი კონტრდაზვერვით ღონისძიებას ატარებდნენ.

გარდა ამისა, უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები უკრაინის რეგიონებში, კერძოდ, კორეცკის წმინდა სამების მონასტრის ტერიტორიაზე ქალაქ კორეცში, ღვთისმშობლის ვოლინის ხატის სახელობის ქალთა მონასტერში სოფელ სერნიკში და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სარნენსკო-პოლესიეს ეპარქიის შენობაში.

ასევე, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ენერგოკომპანია „VS Energy“-ში, რომელიც რუსი ოლიგარქების საკუთრებაშია.