“ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ და როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ, ხო – საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? ან თვითონ უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან არიან, უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ, როცა… მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურებაა, ისინი არიან უგუნურები. მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს, არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს მოუსმინოს, თავის ხალხს უნდა მოუსმინოს. ვალდებულია თავის ხალხს მოუსმინოს. აბა, ამერიკასთან მიდი და გაუბედე, რასაც გიზამს არავის გაუყო მერე. ვინ არიან ისინი, ეს უგუნური ადამიანები, რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო, დახმარების მეტს რას ვაკეთებთ, ხო?! და რა უნდათ ახლა იმათ ჭკუაზე ვიაროთ? ჩვენ იმათ ჭკუაზე არასდროს ვივლით”

თქვა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა ქადაგებისას.