უკრაინულ მედიაში და საზოგადოებრივ ადგილებში რუსული მუსიკა კანონით აიკრძალა

უკრაინის რადამ კანონით აკრძალა რუსული მუსიკის უკრაინულ მედიასა და საზოგადოებრივ ადგილებში გამოყენება .

გარდა ამისა, რადამ აკრძალა რუსული წიგნების და სხვა ბეჭდური პროდუქციის რუსეთიდან, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებდან  და ბელორუსიდან იმპორტი და გავრცელება. ამ აკრძალვას ხმა 306-მა დეპუტატმა მისცა.

კანონპროექტი №7273-д “ნაციონალური მუსიკალური პროდუქტის მხარდაჭერის და სახელმწიფო–აგრესორის მუსიკალური პროდუქტის საჯარო გამოყენების შეზღუდვისთვის ზოგიერთ კანონში ცვლილების შეტანის“ შესახებ ითვალისწინებს რუსეთის მოქალაქე ავტორების და შემსრულებლების ფონოგრამების საჯარო გამოყენების აკრძალვას, ნაციონალური მუსიკალური პროდუქციის მხარდაჭერას და რადიოეთერებში უკრაინული ენის წილის გაზრდას.