უკრიანას წლევანდელ ევროვიზიაზე გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ

ევროვიზიის კონკურსი მომავალ კვირას, 10–დან 14 მაისამდე, იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართება. უკრაინას კონკურსზე ჯგუფი Kalush Orchestra წარმოადგენს, რომლის მუსიკა ტრადიციული ფოლკის და ჰიპ–ჰოპის ნაზავია.

ჯგუფი კონკურსზე სიმღერით “სტეფანია“ გამოვა, რომელიც ჯგუფის სოლისტმა, ოლეგ პსიუკმა დედას დაბადების დღეზე მიუძღვნა. იუთუბზე კომპოზიცია 35 პრეტენდენტის რგოლებს შორის ყველაზე ნახვადია.

ბუკმეკერების მონაცემებით, ურკიანელი მონაწილეები აბსოლუტური ფავორიტები არიან. მათი გამარჯვების შანსები 45%–ად ფასდება. შედარებისთვის: მეორე ადგილზეა იტალია 13%–იანი შანსით.

იტალიური საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში პსიუკმა თქვა, რომ მისი ჯგუფის სიმღერა ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე შეიქმნა:

“ბევრი ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება ომის გამო გავიმარჯვოთ, მაგრამ ჩვენი სიმღერა ფავორიტების ხუთეულში ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე იყო, ეს კი ნიშნავს, რომ ის ადამიანებს ნებისმიერ შემთხვევაში მოწონთ.“

Kalush Orchestra 6 მამაკაცი წევრისგან შეშდგება, რომლებსაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შემოღებული წესებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ.

ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობისთვის ჯგუფმა უკრაინის ხელისუფლების სპეციალური ნებართვა მიიღო. მაგრამ ჯგუფის ერთ–ერთი წევრი უკრაინაში დარჩა, რადგან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

“ჩვენ აქ ყოველ უკრაინელს წარმოვადგენთ. ევროვიზიის შემდეგ სახლში დავბრუნდებით, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ბრძოლაში“ – ამობს ჯგუფის სოლისტი.