უკულტურობის აგრესიის და ბოღმის მინისტრია -საბა ბუაძე წულუკიანზე

“უკულტურობის აგრესიის და ბოღმის მინისტრია “- ასე შეაფასა პარტია “ლელოს” წევრმა, საბა ბუაძემ, თეა წულუკიან დანიშვნა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დანიშვნა.

“წულუკიანი არის უკულტურობის მინისტრი. სხვას ვერაფერს ვიტყვი. უკულტურობის, აგრესიისა და ბოღმის მინისტრია. პორტფელი ექნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს”, – აღნიშნა ბუაძემ.

ცნობისთვის, დღეს თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.