“უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა აშშ-ის ჯარის მუდმივად განთავსება საქართველოში“– ღია წერილი პომპეოს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში ექსპერტთა ნაწილი საქართველოში ვიზიტის წინ აშშ–ს სახელმწიფო მდივანს ღია წერილს უგზავნის:

“ღია წერილი აშშის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს

 

ვის: მის აღმატებულებას, აშშის სახელმწიფო მდივანს, მაიკლ პომპეოს

ვისგან: საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საზოგადოება

თემა: აშშის შეიარაღებული ძალების მუდმივად განთავსება საქართველოში

ჩვენ, საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საზოგადოების წარმომადგენლები, გულწრფელად მივესალმებით თქვენს ვიზიტს თბილისში, ამ მწვავე დროს. ერთიანნი ვართ ჩვენს შეხედულებებში აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაძლიერებაში, რომელსაც გიზიარებთ. საქართველოსთვის აშშ არის სასიცოცხლო მოკავშირე. ჩვენ აგრეთვე გვჯერა საქართველოს წვლილის ევროპასა და მსოფლიოში დასავლური ინტერესების გაძლიერების საქმეში. საქართველო, როგორც ქვაკუთხედი ამყარებს ჩვენი მოკავშირეების პოზიციებს აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანში, რომლის შექმნისთვისაც ამდენი ძალისხმევა ჩადო აშშ-ის სხვადასხვა ადმინისტრაციამ. აშშ-ის ლიდერობით მოქმედ ევროატლანტიკურ სისტემას ვხედავთ ევროპის ერთიანობის, თავისუფლებისა და მშვიდობის ერთადერთ გარანტორად.

ბოლო წლებში სამხრეთ კავკასია და შავი ზღვის რეგიონი გეოპოლიტიკური არასტაბილურობის არეალად იქცა. უსაფრთხოების რისკების უმრავლესობა გამომდინარეობს რუსეთის ამბიციებიდან – აღადგინოს საბჭოთა ეპოქის დროინდელი „გავლენის სფერო“, მის მიერ „ახლო საზღვარგარეთად“ აღქმულ არეალში. მოქმედებების თავისუფლებით გათამამებულმა რუსეთმა ახლახან განალაგა თავისი ჯარი მთიან ყარაბაღში, რითაც ზრდის მის სამხედრო პოზიციას რეგიონში.

დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, საქართველოს თავისუფლების მოყვარე მოქალაქეები იბრძვიან ფუნქციური დემოკრატიის შესაქმნელად. ამ საქმეში აშშ სასიცოცხლო მნიშვნელობის მოკავშირეა საქართველოსი, რომ ის იქცეს „ელვარე ქალაქად მთაზე“, რომელმაც დაძლია სახელმწიფოებრივი მარცხი და წარმატებით დააღწია თავი კორუფციის საბჭოურ მემკვიდრეობას. ქართველი ხალხი თავისთავად მოვლენად არ აღიქვამს ამერიკის ჭეშმარიტ მეგობრობას. ქართველების 90 პროცენტი იწონებს აშშ-ისა და საქართველოს სამხედროების ღირსეულ სამსახურს აშშ-ის ლიდერობით ერაყსა და ავღანეთში წარმართულ მისიებში.

ძალიან ვაფასებთ ამერიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აშშ-ის რეგიონული და გლობალური ინტერესების წინსვლის კონტექსტში, გვჯერა, რომ საქართველოს ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა:

  • აშშ-ის ჯარის მუდმივად განთავსება საქართველოში.

ასეთი პოლიტიკა შეიძლება გულისხმობდეს გაერთიანებულ (აშშ/ევროკავშირის) ძალებს როტაციულ საფუძველზე, ისევე როგორც ლოჯისტიკურ და საჰაერო პატრულირების ელემენტებს, რაც უზრუნველყოფდა მრავალგვარ შესაძლებლობას აშშ-ისა და ერთობლივი ძალების სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში უწყვეტი ოპერირებისთვის. ამავდროულად, აშშ-ის სამხედრო ყოფნას საქართველოში ექნებოდა საყოველთაო მხარდაჭერა, თავიდან აგვაცილებდა მყისიერ საფრთხეებს და დაეხმარებოდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოებაში.

დღესდღეობით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში საქართველოს შეუძლია  მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა თავისი დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობის გაზრდითა და გაძლიერებით. ამ კონტექსტში, მივესალმებით აშშ-ის ღირებულ ჩართულობას საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრისთვის მედიაციის პროცესში. აგრეთვე მადლიერი ვართ აშშ-ის მნიშვნელოვანი და უწყვეტი მცდელობებისთვის, რაც წლებია გრძელდება საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად.

სრულად ვუჭერთ მხარს აშშ-საქართველოს ალიანსის გაძლიერების პროცესს, ადგილზე აშშ-ის სამხედროების ყოფნის ჩათვლით, რასაც ვთვლით სარგებლის მომტანად საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის.“– ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერები არიან:

 

ზვიად აძინბაია, ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, LEADx Change-ის დამფუძნებელი

ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის მართვის სკოლის დეკანი

ირაკლი ალასანია, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ყოფილი ელჩი გაეროში

ირინა არაბიძე, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მკვლევარი

ფიქრია ასანიშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი

გიორგი ასტამაძე, კარლსრუეს უნივერსიტეტის დოქტორანტი

ნატო ბაჩიაშვილი, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი

გიორგი ბადრიძე, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი (რონდელის ფონდი) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

ზაზა ბიბილაშვილი, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე

ლევან ბოძაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე

ეთო ბუზიაშვილი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი

მიხეილ დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის წევრი

ჯაბა დევდარიანი, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და სივილ.ჯი-ს დამფუძნებელი

პაატა გაფრინდაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, ყოფილი ელჩი ავსტრიაში

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი

გიორგი გოგუაძე, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ასოცირებული პროფესორი

თორნიკე გორდაძე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი, პარიზის პოლიტიკის კვლევების ინსტიტუტის პროფესორი

გიორგი გვალია, ილიას უნივერსიტეტის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი

შოთა ღვინერია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ყოფილი ელჩი ნიდერლანდის სამეფოში

გია ჯაფარიძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის უფროსი მკვლევარი, პორტუგალიასა და კვიპროსზე ყოფილი მოვალეობათა შემსრულებელი

თედო ჯაფარიძე, ყოფილი ელჩი აშშ-ში, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

ნინო კალანდაძე, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის დირექტორი

ნოდარ ხარშილაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, დირექტორი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე

თინათინ ხიდაშელი, სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელი

ბექა კობახიძე, ილიას უნივერსიტეტის საქართველოს თანამედროვე ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი

ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თვმჯდომარის მოადგილე, ყოფილი ელჩი აშშ-ში

ხათუნა ლაგაზიძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი, უშიშროების საბჭოს ყოფილი უფროსი მრჩეველი

ეკატერინე მეტრეველი, საქართველოს სტრატეგიული და საერთშორისო კვლევების ფონდის (რონდელის ფონდი) პრეზიდენტი

გრიგოლ მგალობლიშვილი, ყოფილი ელჩი ნატოში

ხათუნა მშვიდობაძე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი

გიორგი მუჩაიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი

სოფიო პეტრიაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ასოცირებული პროფესორი

ალექსი პეტრიაშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყოფილი მინისტრი, ყოფილი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში

თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში

მირიან ფოფხაძე, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი, გაეროში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი წარმომადგენელი

ირაკლი ფორჩხიძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცეპრეზიდენტი

დათუნა რაქვიაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი 2016-2018 წლებში

გიორგი რუხაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მკვლევარი

თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო საქმეთა პროფესორი

ვასილ სიხარულიძე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტი, ყოფილი ელჩი აშშ-ში

თორნიკე თურმანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთშორისო ურთიერთობათა პროფესორი

გელა ვასაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის რეგიონული პროგრამის მენეჯერი

თემურ იაკობაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში (2010-2013)