უნდა გავიაზროთ, რას ვეთამაშებით, როცა არ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს – იოსელიანი სენატის მოსმენაზე

” უნდა გავიაზროთ, რას ვეთამაშებით, როცა არ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ”- ასე ეხმაურება პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი  სენატის მოსმენას საქართველოს შესახებ.

“თუ ეს გაჯიუტება გაგრძელდება და პოლიტიკური კრიზისი აღარ გადაიჭრება, არ არის გამორიცხული, რომ ასეთი რაღაცები აშშ-ს მიერ ფინანსურ დახმარებაზე გადახედვა მოხდეს. მოდით, დავსვათ კითხვა, ვინ დაზარალდება ამით? ხელისუფლება? ოპოზიცია? ამით დაზარალდება ქვეყანა.ეს ფინანსური პაკეტი თუ შეჩერდება, სამხედრო დახმარების კომპონენტში თუ შეფერხება იქნება, ამით დაზარალდება ჩვენი ქვეყანა. ეს ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რას ვეთამაშებით, როდესაც არ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, ორივე მხრიდან ვგულისხმობ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით”, – თქვა იოსელიანმა.