უნდა ითქვას, რომ კი არ სცდება, საქართველო ასცდა ევროპულ გზას – ჯაფარიძე პარტნიორებს

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აშშ-ს საელჩოს განცხადება ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებაზე ყველაზე მკაცრი იყო, რაც აქამდე მოუსმენია.

მისი თქმით, არ ახსენდება, საელჩოს ოდესმე ტერმინი “განრისხებული” გამოეყენებინა.

ჯაფარიძის აზრით, პარტნიორებმა უნდა განაცხადონ, რომ საქართველო კი შორდება ევროატლანტიკურ კურსს, არამედ უკვე დაშორდა.

“ჩემი აზრით, ფორმულირება, რომ საქართველო ამ მთავრობის პირობებში სცილდება ევროატლანტიკურ გზას, ან აღქმას აჩენს, რომ სცილდება, არის შერბილებული გზავნილები. ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება, რაც ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა შეიძლება გაგვიწიონ, არის, რომ გასაგებად ითქვას, ამ მთავრობის ხელში საქართველო აცდა ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას. ის კი არა, რომ სცდება, შორდება, პრობლემები ექმნება ამ გზაზე, არა! კონკრეტულად უნდა ითქვას, რომ ასცდა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი”,– განაცხადა ჯაფარიძემ “გირჩი ტივის” ეთერში.