”ერთი გაკვეთილი ამ ომიდან არის ის, რომ უნდა მოგვესმინა მათთვის, ვინც იცნობს პუტინს. ანა პოლიტკოვსკაიას და ყველა რუს ჟურნალისტს, ვინც ამხილეს დანაშაულები და ამისთვის უმაღლესი ფასი გადაიხადეს. ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში და ბელარუსის ოპოზიციაში. ჩვენ უნდა მოგვესმინა ჩვენი კავშირის წევრებისთვის – პოლონეთში, ბალკანეთსა და მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. ისინი ჩვენ წლებია გვეუბნებოდნენ, რომ პუტინი არ გაჩერდებოდა და ისინი შესაბამისადაც მოქმედებდნენ.”

განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, რომელიც დღეს უკრაინის დედაქალაქში კიევში ჩავიდა.