უჩვეულო აღმოჩენა: არქეოლოგებმა თურქეთში ბიზანტიის პერიოდის “ბიზნეს ცენტრს“ მიაგნეს

არქეოლოგებმა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიიდან უჩვეულო აღმოჩენა გააკეთეს. ძველ თურქულ ქალაქ ეფესში მათ ადრებიზანტიური ეპოქის მთელი საქმიანი და გასტრონომიული რაიონი აღმოაჩინეს.

ის დომიციანის მოედანზე მდებარეობა. ეს არის ცნობილი საზოგადოებრივი ადგილი, რომელიც როომის ქალაქ აგორას პოლიტიკურ ცენტრს უშუალოდ ემიჯნებოდა– წერს Heritage Daily.

მაღაზიები და სახელოსნოები დიდ რომაულ კვადრატულ კომპლექსში იყო აშენებული. ამავე დროს, არქეოლოგთა გუნდმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ერთ–ერთ ნაგებობაზე. ის რამდენიმე კომერციული ფართისგან შედგება. ფართობი დაახლოებით 170 კვ.მეტრია. არქეოლოგებმა გაარკვიეს, რომ ტერიტორია ჩვენი წელთაღრიცხვის 614–615 წლებში განადგურდა. ამ თარიღზე აღმოჩენილი მონეტები მიუთითებს.

მკვლევარებმა რამდენიმე შემორჩენილი ოთახის დათვალიერება მოახერხოს. მათი სიმაღლე 3.4 მეტრამდეა. შიგნით კერამიკის ათასობით ნაჭერი იყო. ასევე იყო სხვადასხვა ზღვის პროდუქტებით სავსე თასები. ოთახში ასობით სპილენძის და რამდენიმე ოქროს მონეტა იპოვნეს.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ შენობაში ადრე სახელოსნო, საწყობი, სამზარეულო და მაღაზია ფუნქციონირებდა. ერთ–ერთ ფენაში ძველი იარაღიც იპოვნეს–ისრები და შუბები. მკვლევარები ამ იარაღს ბიზანტიის იმპერიასა და სასანიდების ირანს შორის ომების სერიას უკავშირებენ.

ქალაქი ეფესი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 10–ე საუკუნეში აშენდა. მის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღეს ატიკელმა და იონიელმა ბერძენმა კოლონისტებმა. ეს იყო იონიის ლიგაში შემავალი  თორმეტი ქალაქიდან ერთ-ერთი. ოდესღაც ეს იყო მსხვილი საქალაქო ცენტრი ბიბლიოთეკით და თეატრით. აქ ჩამოდიოდნენ მომლოცველები. კერძოდ კი არტემიდას ტაძრის გამო, რომელიც მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ–ერთად არის მიჩნეული.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 129 წელს ქალაქი რომის რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. უკვე პირველ საუკუნეში კი აყვავებასაც მიაღწია. ეფესი მმართველების რეზიდენციად და ძირითად სავაჭრო ცენტრად იქცა.