უხვი ნალექის გამო ჭავჭავაძის გამზირზე “ჭკვიანი” ურნები დაზიანდა

თბილისის მერიის ინფორმაციით,  დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, წყლის ძლიერმა ნაკადმა ჭავჭავაძის გამზირზე, კ დამონტაჟებული 5 ერთეული მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის დამცავი რეზინები დააზიანა. ჰერმეტულობის დროებითმა დარღვევამ კონტეინერების კაფსულის წყლით ავსება გამოიწვია.

უწყების ცნობით, შპს “თბილსერვის ჯგუფმა” ოპერატიულად უზრუნველყო კაფსულებიდან წყლის ამოტუმბვა და ამ ეტაპზე, ხუთივე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერი გამართულად ფუნქციონირებს.