“ფაიზერით” ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი – ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით,  “ფაიზერით” ვაქცინაცია 16 წლიდან იქნება შესაძლებელი.შესაბამისი ცვლილება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 3 თებერვლის №01-11/ნ ბრძანებაში შევიდა.

” COVID-19-ის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინა Comirnaty კონცენტრატი საინიექციო დისპერსიისთვის: პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ”, – ნათქვამია ბრძანებაში.