ფართოდ იყო გავრცელებული ზეწოლისა და დაშინების ჩივილები ორივე ტურში – ეუთო/ოდირი

OSCE/ODHIR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. ალბერტ იონსონის განცხადებით, არჩევნებამდე დააკავეს ოპოზიციონერი ყოფილი პოლიციელები, ასევე, ფართოდ იყო გავრცელებული ხელისუფლების მხრიდან ზეწოლისა და დაშინების ჩივილები.

მისივე განცხადებით, არჩევნების ორივე ტურში ხელისუფლებას ჰქონდა ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობა.

“არჩევნებამდე 1 კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს, მათ შორის, დაპირისპირებას პარტიის ოფისების გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს.

ფართოდ გავრცელებულ ჩივილებს ზეწოლასთან და დაშინებასთან დაკავშირებით, ასევე ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობას ადგილი ჰქონდა პირველში და მეორე ტურშიც. პრემირმინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მიერ მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი აღმოჩნდებოდა იზოლაციაში ცენტრალური მთავრობის მხრიდან და არ იქნებოდა არანაირი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა დაგმობილი იქნა ოპოზიციის მხრიდან, როგორც მათი ამომრჩევლების დაშინების მცდელობა”,– განაცხადა იონსონმა.