“ფეესბემ ვლადიმერ სოლოვიოვზე თავდასხმა აღკვეთა“–რუსული მედია

რუსული “ინტერფაქსის“ ცნობით ორშაბათს რუსეთის “ფეესბემ“ რუს ტელეწამყვანზე, ვლადიმერ სოლოვიოვზე თავდასხმა აღკვეთა.

ამავე ინფორმაციით პოტენციური თავდამსხმელები დააკავეს და ახლა აღიარებით ჩვენებებს აძლევენ. მათ აღმოუჩინეს მოლოტოვის კოქტეილები, 6 პისტოლეტი, მჭიდი, ხელყუმბარა და ათასზე მეტი პატრონა.

ამ საკითხზე კომენტარი თავად პუტინმაც გააკეთა.

“დღეს დილით უშიშროების ფედერალური სამსახურის ორგანოებმა აღკვეთეს ტერორისტული ჯგუფის საქმიანობა, რომელიც ერთ–ერთ ცობილ რუს ჟურნალისტზე თავდასხმას და მკვლელობას გეგმავდა“–თქვა პუტინმა რუსეთის გენპროკურატურის კოლეგიაზე გამოსვლისას.

რუსი ძალოვანები ამტკიცებენ, რომ “ტერორისტული ჯგუფის“ უკან უკრაინული სპეცსამსახურები დგანან.

ვლადიმერ სოლოვიოვი რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და სტაჟიანი პროპაგანდისტია. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთის სანქციების სიაში მოვხდა. იტალიამ კომოს ტბაზე მისი სამი ვილა დააყადაღა.

დღესვე, მოგვიანებით “ფეესბემ“ დააკონკრეტა, რომ სოლოვიოვის მკვლელობას რუსეთში აკრძალული ნეონაცისტური ტერორისტული ორგანიზაცია “National Socialism/White Power”(ნაციონალ–სოციალიზმი/თეთრი ძალა, ძალაუფლება) გეგმავდა.

ფეესბეს ინფორმაციით “დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები აღიარებენ, რომ სოლოვიოვის მკვლელობას გეგმავდნენ, რის შემდეგაც ისინი საზღვარგარეთ მიმალვას აპირებდნენ.“