ფეისბუქზე პოლიტიკური შეფასებების გამო ნოტარიუსად მუშაობა შემიზღუდეს – ბაჩანა შენგელია

ბაჩანა შენგელია, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით რამდენიმე დღის წინ, სანოტარო საქმიანობის უფლება შეეზღუდა, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სამინისტროს წერილს აქვეყნებს, რომლიც მას ცოტა ხნის წინ ჩაბარდა.

ოფიციალურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ბაჩანა შენგელიას ფეისბუქ გვერდი შეისწავლა და დაადგინა, რომ შენგელია სოციალური ქსელის მეშვეიბით, მიკერძოებულ და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს.

“ძალიან გთხოვთ, ყველამ წაიკითხოთ. ეს არის ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ამონიტორინგებს ჩემს ფეისბუქ-პოსტებს თურმე ბოლო ერთი თვე და იუსტიციის მინისტრი იწყებს მორიგ დისციპლინურ წარმოებას მონიტორინგის საფუძველზე. ველოდი, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ “- წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.

“გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუსის ბაჩანა შენგელიას ფეისბუქგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ  ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით, ახორციელებთ მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკუშეფასებებს”, -წერია განცხადებაში.