ფიზიკურად სად ვიქნები, გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში, არ მეშინია მათი ციხის – სააკაშვილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებით, უახლოეს დღეებში გამოაცხადებს თუ სად იქნება ფიზიკურად.

“მე ჩემს ქვეყანაში, რომელიც მენატრება უზომოდ, რომელიც მიყვარს უზომოდ, სიცოცხლეზე მეტად, თითქმის 8 წელიწადია არ მიშვებს ვიღაც თავგასული ოლიგარქი; ის, რომ უამრავ ადამიანს აღარ დაედგომება საქართველოში, ის რომ ის ყრის ქვეყნიდან საუკეთესო შვილებს და უნდა, რომ ყველა გაყაროს, რა თქმა უნდა, მე მაწუხებს. ფიზიკურად სად ვიქნები, ამის შესახებ გამოვაცხადებ, ჩემს გეგმებზე, უახლოეს დღეებში. მინდა ვთქვა, რომ მე არ მეშინია არც მათი ციხის, არც პარაშენკოს ციხის შემშინებია და თავის დროზე, როცა გამაგდო უკრაინიდან, დავბრუნდი უკრაინაში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.