ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი სამსახურში ყოფნის დროს გარდაიცვალა

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელი, არჩილ ჩაჩანიძე, სამსახურში ყოფნის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. უცნობია, რა გახდა არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სახაზინო სამსახურის თანამშრომლის, ბატონი არჩილ ჩაჩანიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

არჩილ ჩაჩანიძე დღეს მოულოდნელად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
გარდაცვალების მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს.”- ნათქვამია გავრცეელბულ განცხადებაში.