ფიფამ ლეგიონერებს უფლება მისცა რუსული კლუბები დატოვონ

ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ, ფიფამ რუსეთის დატოვების უფლება მისცა იმ მოთამაშეებს, ვისაც ამის გაკეთება უკრაინასთან ომის გამო უნდათ. სააგენტო როიტერსის ცნობით, ფიფამ ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ამ ლეგიონერებისთვის სპეციალურ სატრანსფერო ფანჯარას ხსნის 10 მარტიდან სეზონის ბოლომდე.

ეს უცხოელებს საშუალებას მისცენ პრობლემების და ჯარიმების გარეშე, ცალმხრივად გაწყვიტონ კონტრატები და წავიდნენ რუსული კლუბებიდან.

ბევრმა ლეგიონერმა უკვე დატოვა რუსეთი, ბევრმა კი განაცხადა, რომ ამის გაკეთებას აპირებს. ზოგიერთ უცხოელ ფეხბურთელს უბრალოდ არ უნდა აგრესორი ქვეყნის გუნდში ითამაშოს, ვიღაცისთვის კი დამატებითი სტიმული გახდა ის, რომ პრაქტიკულად მთელი რუსული სპორტი, ფეხბურთის ჩათვლით საერთაშორისო შეჯიბრებებს ჩამოაშორეს.