ფოთში, კორპუსის საკანალიზაციო მილში ჩვილის ცხედარი იპოვეს

ფოთში, კორპუსის საკანალიზაციო მილში ტანსაცმელებში გახვეული ჩვილის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივებმა ცხედარი მას შემდეგ ნახეს, რაც მილი გაიჭედა და მეზობლები მის გაწმენდას ცდილობდნენ.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.