ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მას ფედერალურ კრებაზე წევრების 77%-მა დაუჭირა მხარი.

არჩევის შემდეგ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ გერმანია ომის საფრთხის ქვეშაა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება პუტინს. მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ჯარები უკან გაიხმოს და ევროპაში მშვიდობა დაიცვას.

ცნობისთვის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველად 2017 წელს აირჩიეს.