“კონკრეტული, ერთი და იგივე გვარები, ლობისტები ჰყავთ [ენმ-ს] ევროპარლამენტში, თუმცა მათი ხმა არ არის გადამწყვეტი. ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, კერძოდ მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება, ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა კონკრეტული დამნაშავეები, სხვა შემთხვევაში ამნისტიით მოხდა გამოშვება და სხვა, ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები მართლმსაჯულების პოლიტიზებისა, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი, მათ აღარ მივცემთ, კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების. ლობისტებს აქვთ თავისი საქმე, იღებენ ფულს ამაში და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს”

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარებზე.