ფშაველი-აბანო-ომალოს გზიდან მანქანა გადავარდა, არის მსხვერპლი

არსებული ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზიდან ავტომანქანა გადავარდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ე.წ. ბოთლის წყლის მიმდებარედ, სადაც მანქანა გადაიჩეხა, ამ წუთებში მიმდინარეობს დანარჩენი მგზავრების სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები მიემართებიან.