ქაბულის აეროპორტთან ძლიერი აფეთქება მოხდა

ქაბულის აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან ძლიერი აფეთქება მოხდა. გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ამ შესასვლელთან ბრიტანელი ჯარები იყვნენ განლაგებული ბოლო დღეების განმავლობაში.

აშშ-ს ოფიციალურმა პირმა განუხადა როიტერს, რომ აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

დღეს ავსტრალიამ, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა ქაბულის აეროპორტში ტერაქტის მაღალი საფრთხის გამო მოუწოდეს თავიანთ მოქალაქეებს, ტერიტორია დაეტოვებინათ.

ცნობისთვის, თალიბანმა მოქალაქეების ევაკუაციისთვის ქვეყნებს ვადა 31 აგვისტომდე მისცა. ამ ეტაპზე ევაკუირებულია დაახლოებით 96 ათასი ადამიანი.

ათასობით პირი კვლავ იცდის აეროპორტის შიგნით და გარეთ, იმ იმედით, რომ ქვეყნიდან გაფრინდება.