ქალბატონო ეკა, მადლობა, რომ ზრუნავთ ჩემზე, პირბადის ტარება კანონით არ მევალება – ოხანაშვილი ბესელიას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ეკა ბესელიას შენიშვნას პასუხობს და ამბობს, რომ ამ ეტაპზე კანონით პირბადის ტარება რა ევალება.

„მადლობა ქალბატონო ეკა, რომ ზრუნავთ ჩემზეც და თქვენზეც. პირბადის ტარება ამ ეტაპზე კანონით არ მევალება, კანონს ვიცავ და ძალიან კარგად ვიცნობ იმ რეგულაციებს, სწორედ ამიტომ ვდგავარ ისე, როგორც ვდგავარ, თუმცა, როგორც კი დავჯდები ჩემს ადგილზე რა თქმა უნდა, გავიკეთებ პირბადეს და ამით მივცემ ყველას მაგალითს, რომ მე არ ვარ გამონაკლისი და არ ვსარგებლობ ბოროტად ამ შემთხვევაში.

ვიცავ რა ეთიკურობას, რომ გესაუბროთ პირბადის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემის ნიშნად ჩვენი საზოგადოების. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, გავითვალისწინო ასევე რეკომენდაცია და პირბადითაც გესაუბროთ, ამის დისკომფორტი არ მაქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ უკვრის, პირბადის აუცილებლობაზე საუბრისას, რატომ არ უკეთია პირბადე.