“ქალები და გოგონები უბრალოდ ამ ქვეყანაში, თურმე ბიჭებს აუპატიურებენ” – ბაია პატარაია

“ქალები და გოგონები უბრალოდ ამ ქვეყანაში, თურმე ბიჭებს აუპატიურებენ” – ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რითიც ეხმაურება 12  წლის გოგოს მშობიარობის ფაქტს, რომელიც 50 წლის თანასოფლელმა კაცმა დააორსულა.

“ყველგან ამ სქრინს ვხედავ, ლაიქების რაოდენობას დააკვირდით… “ბიჭი” 50 წლის კაცია, გოგო კი 12 წლის ბავშვი… არ ვიცი, რა დავწერო. ქალები და გოგონები უბრალოდ სძულთ ამ ქვეყანაში. თურმე ბიჭებს აუპატიურებენ . თურმე 12 წლის გოგოს ვერავინ შეაცდენს… ეს უმახინჯესი აზროვნება უნდა შევცვალოთ!”- წერს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, დღეს ცნობილი გახდა, 13 წლის მოზარდმა გოგონამ  შვილი 50 წლამდე ასაკის, თანასოფლელი კაცისგან გააჩინა. როგორც მეზობლები ამბობენ, კაცმა მოზარდი მატარებელში გააუპატიურა, გოგოს კი დედამ აბორტი არ გააკეთებინა.