“ვგრძნობდი, რომ ესენი ბოლშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები!
და ქ ა ლ ე ბ მ ა
1937 წელი დაიწყეს!
რ ე პ რ ე ს ი ე ბ ი!”- წერს რობერტ სტურუა ფეისბუკზე.
ასე ეხმაურება რეჟისორი მსახიობ ნინუცა მაყაშვილის მიერ რუსთავი2–ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ წარსულში მისი ყოფილი ქმარი, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა. ბესო ზანგური რობერტ სტურუას ერთ–ერთი ფავორიტი მსახიობია და მის სპექტაკლებში ხშირად მონაწილეობს.
დღესვე ბესო ზანგურმა მისი ყოფილი ცოლის განცხადებას ტყუილი უწოდა.