“ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო” – დათა პაპას შვილიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

“ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო” – დათა ვანიშვილის შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის განცხადებით, ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში ყოფნის პერიოდში მასზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ძალადობდნენ.

“აქ რომ გადმოვედით პაპა-ბაბოსთან, ცოლიც გამიგზავნეს, ამაზეც ვინერვიულე. ცოლ-შვილის გარეშე როგორ ვიცხოვრო? ჯერ არ გვეყოლა, მაგრამ ამ თვის ბოლოს უნდა გვეყოლოს და მაგათ გარეშე როგორ ვიცოცხლო? მაწუხებენ აქ, სიმართლე რომ გითხრა. რომ გამიგონ, არ შემომივარდნენ არაფერი არ მიქნან. ქართველებს შეაგინეო ოსურადო, რუსებიც აქ არიანო, უარი თქვიო საქართველოზეო. ვიდეო გადაიღეს, ტელეფონით გადაიღეს ეგ. მეშინია უკვე აქ ცხოვრება”, – განაცხადა მალხაზ ვანიშვილმა ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, მალხაზ ვანიშვილი ოკუპირებულ მხარეს დაახლოებით 2 თვის წინ გადავიდა. აღნიშნული ნაბიჯი ვანიშვილმა მძიმე სოციალური მდგომარეობით ახსნა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვანიშვილი ბებია-ბაბუის სახლში ცხოვრობდა.