“ოცნება” ბავშვივითაა, დრო სჭირდება…18 წლისას დამოუკიდებლად შეუძლია ცხოვრება – კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე მმართველ პარტიას ბავშვს ადარებს, რომელსაც დრო სჭირდება, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს.

“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, ზოგადად, პოლიტიკური პარტია პატარა ბავშვივითაა: როდესაც იბადება მას ჭირდება დრო, როგორც ბავშვს, რომ წამოდგეს, გაიაროს, შემდეგ უკვე გარდატეხის ასაკშია და უკვე 18 წლის ასაკში დამოუკიდებლად შეუძლია ცხოვრება ახალგაზრდას. იგივეა პარტიასთან დაკავშირებით. პარტია ქართულ ოცნებას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად გააგრძელოს ცხოვრება და ყველა პასუხისმგებლობა, რომელიც აქვს აღებული, ღირსეულად შეასრულოს”,– ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, გუშინ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებასა და პოლიტიკას ტოვებს.