”რუსეთს საქართველოს 20% აქვს დაპყრობილი. რეალური საფრთხე არსებობს… მთავრობამ უნდა იმუშაოს შავი ზღვის ქვეყნებთან იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის გავლენა. საქართველოში დასავლური ინვესტიციებისთვის უფრო ფართოდ უნდა იყოს კარი ღია. ვფიქრობ, რომ რეალურად, საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული დასავლეთის ინვესტიციებით.

რა თქმა უნდა არ არის [კრემლის გავლენისგან თავისუფალი]… რომ ყოფილიყო რეალური ინვესტიციები დასავლეთიდან ჩადებული, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, დასავლეთის ქვეყნები გაცილებით მეტ ყურადღებას მიაპყრობდნენ პროცესებს, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს, მაგრამ მთავრობამ ვერ დაგვანახა სერიოზული პოზიცია ისეთ პროექტებთან დაკავშირებით, როგორიცაა ანაკლია. კრემლს ნამდვილად არ სურს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს.”

ამის შესახებ, გენერალმა ბენ ჰოჯესმა სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში საუბრისას განაცხადა.