შაბათი, 20 აპრილი , 2024, 02:51

”ქართული ოცნება” იაფფასიან თაღლითობაში ამხილეს – უგულავა სახდეპის განცხადებაზე

”ქართული ოცნება” ძალა იაფფასიან თაღლითობაში ამხილეს- ასე ეხმაურება,  ოპოზიციონერი გიგი უგულავა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს განცხადებას. 

“ქართული ოცნება” იაფფასიან თაღლითობას ვერ ანებებს თავს და ჰგონია, რომ მსოფლიო ჩალითაა დახურული. 80-იან წლებში, საერთაშორისო პოლიტიკაში გაჩნდა ასეთი ტერმინი – არაფატიზმი. იასილ არაფატი, პალესტინელების ლიდერი, გამოდიოდა გაერო-ში, ინგლისურად ერთს ამბობდა, მერე ჩადიოდა სახლში და იქ აბსოლუტურად დიამეტრულად განსხვავებულს ამბობდა. ახლა, თანამედროვე სამყაროში, ასეთი რაღაც არ არსებობს, კობახიძე, რომ მიდის იქ, ერთს რომ ეტყვიან და მერე აქ კაკაფონიას ატეხენ და დაამახინჯებენ. ჰგონიათ, რომ უკუკავშირი აღარ არსებობს… ეს თაღლითობა იაფფასიანი შეიძლება იყოს ერთსაათიანი, ერთ ინტერვიუს ვერ გასცდეს და გამომჟღავნდეს, როგორც ახლა გამომჟღავნდა. ფაქტია, რომ მმართველი ძალა იაფფასიან თაღლითობაში ამხილეს”. – აცხადებს უგულავა.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურომ Twitter-ზე  გამოაქვეყნა განცხადება სადაც წერია, რომ ”ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი დახასიათება გულდასაწყვეტია”.

”ქართველი ხალხი იმსახურებს კომპრომისს, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა მიაღწიოს. ეს არის ქვეყნის წინსვლის ერთადერთი გზა. ვაშინგტონში ჩვენი გულწრფელი საუბრების არასწორი დახასიათება გულდასაწყვეტია” – წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიურო