ქართული ოცნება ხელისუფლებიდან ნაციონალების ნახირთან ერთად უნდა წავიდეს – ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მარიამ ჯაშის პარტიის თანადამფუძნებელი და პოლიტსაბჭოს წევრი იმიტომ გახდა, რომ მისი უახლოესი მეგობრები არიან ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები.

ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან “ნაციონალების ნახირთან” ერთად უნდა წავიდეს.

“2004 წელს ჩემი ნებით წამოვედი პროკურატურიდან განცხადების საფუძველზე, იმიტომ რომ იმ სადისტური რეჟიმის პირობებში არ ვიმუშავებდი. 9 წელი ვიყავი ფაქტობრივად ქუჩაში. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ადვოკატი ვიყავი, ყველგან ვიბლოკებოდი, როგორც ხდებოდა 9 წელი მირიან ნიკოლაძე არ გაჩერებულა. შეხვალთ გუგლში, მისცემთ მირიან ნიკოლაძეს და ნახავთ, რა მიკეთებია. ამის შემდგომ ვიყავი პარტია ოცნების მხარდამჭერი, იმიტომ რომ ის ხელისუფლება უნდა წათრეულიყო და ვიყავი ამის აქტიური მომხრე. პრინციპულია ჩემთვის, რომ მარტო ქართულმა ოცნებამ კი არ უნდა დატოვოს, ქართული ოცნება, რომელიც ხელს აფარებს ამ ნაციონალების ნახირს, აი, იმასთან ერთად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან”,– ამბობს მთავარ არხთან ნიკოლაძე.

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში ადასტურებს, რომ ნიკოლაძე აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, თუმცა მის მაჟორიტარობის კანდიდატად შესაძლო წარდგენას არ ადასტურებს.

გედევან ფოფხაძის თქმით, ნიკოლაძესთან ერთად მთელი ცხოვრებაა პოლიტიკურ ბრძოლაშია, ამიტომ ახალი შეძენილი თანაგუნდელი არ არის.

ცნობისთვის, საპარლამენტის ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი” 7 ივნისს დააფუძნეს. პარტიის ლიდერები არიან ბექა ნაცვლიშვილი, მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.