ოთხშაბათი, 24 აპრილი , 2024, 04:27

ქართული ოცნება -38%, ენმ -15%, ევროპული საქართველო -6%, გადაუწყევეტელი -23% – Edison Research

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა  ჩაატარა.  Edison Research-ის კვლევის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

ქართული ოცნება – 38%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 15%

ევროპული საქართველო – 6%

23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას

Edison Research-მა კვლევა ტელეკომპანია ფორმულას  დაკვეთით  ჩაატარა. ფორმულას ინფორმაციით, საველე სამუშაოები 25 აგვისტო-7 სექტემბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 2 850 ადამიანი. შედეგების ცდომილება +/- 2 პროცენტია.