ქართული ოცნების ოფისთან აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს

პოლიციამ “ქართული ოცნების” ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 2 აქტივისტი,  ნიკა ნარსია და რუსკა მჭედლიძე დააკავა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს წარწერების – “სისტემა კლავს” – გაკეთების საშუალება არ მისცეს.

სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო მსვლელობა პარლამენტიდან დაიწყო, შემდეგ ისინი ქართული ოცნების ოფისთან მივიდნენ. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მისვლასაც აპირებენ.

აქციის მონაწილეები ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ფაქტის გასაპროტესტებლად აქციას მართავენ. ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ.