“ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაციაა. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს თითოეულ მოქალაქეს. აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული და არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ. არცერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი”

თქვა ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.